თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს ბიზნესის სამართლის, ადმინისტრაციული სამართლის, სისხლის სამართლისა და საკონსიტიტუციო სამართლის კლინიკები.
კლინიკების მიზანია გაუწიონ ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს უფასო იურიდიული დახმარება და ამავე დროს დაეხმარონ სამართლის სკოლის სტუდენტებს მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში
საკონსტიტუციო სამართლის კლინიკის ფარგლებში, სტუდენტი ეცნობა საკონსტიტუციო სამართალწარმოების თავისებურებებს, რის შემდეგაც ამზადებს ჯგუფურ სარჩელს, ინდივიდუალურ სარჩელსა და სასამართლო მეგობრის ორ მოსაზრებას. ამიკურსის მომზადების პროცესში თავისუფალი უნივერსიტეტი თანამშრომლობს ვოშბორნის უნივერსტეტთან (აშშ). საკონსტიტუციო სამართლის კლინიკის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტების წარედგენა ხდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც სტუდენტს ეძლევათ წარმომადგენლობის შესაძლებლობა.
ბიზნესის სამართლის, ადმინისტრაციული სამართლისა და სისხლის სამართლის კლინიკებში სტუდენტები ჯგუფურად მუშაობენ რეალურ სამართლებრივ საქმეებზე. მათ ზედამხედველობას უწევენ პრაქტიკოსი იურისტები.
საკონსტიტუციო სამართლის კლინიკის ტიპური მომსახურებაა:
ბიზნესის სამართლის კლინიკის ტიპური მომსახურებაა:
ადმინისტრაციული სამართლის კლინიკის ტიპური მომსახურებაა:
სისხლის სამართლის კლინიკის მომსახურების სფერო შემოიფარგლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი დანაშაულებით:
განსაკუთრებულ შემთხვევებში კლინიკამ კლიენტს შეიძლება გაუწიოს მოსმახურება ისეთ საკითხებზეც, რომელიც არ მიეკუთვნება კლინიკების საქმიანობის სფეროს.
__________________________________
კლინიკის საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 570 900 339
ელ. ფოსტა: clc@freeuni.edu.ge
ნანა სანებლიძე
(+995) 599935555
n.saneblidze@freeuni.edu.ge