უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები სამართლის კლინიკის სახით ითვისებენ პრაქტიკულ კომპონენტს, რომლის ფარგლებშიც, მენტორების ზედამხედველობით, მუშაობენ რეალურ საქმეებზე. წინამდებარე ქსელის წევრობა უნივერსიტეტის სტუდენტებს მისცემს საშუალებას, რეალურ საქმეებზე მუშაობით მიიღონ ფართო პრაქტიკული გამოცდილება. აღნიშნულ ქსელში წევრობა მოგვცემს საშუალებას, უფრო ეფექტურად და ხშირი ინტენსივობით ჩავატაროთ სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიებები, რომლებიც თავის მხრივ, ინტერესთა სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით აქტუალური იქნება არა მხოლოდ სტუდენტებისათვის, არამედ თითოეული დაუნტერესებული მოქალაქისთვისაც.
თეა ჯუღელი
ტელ: 577241199 ;
ელ.ფოსტა: t.jugeli@seu.edu.ge