Sign In

  • კონსულტაციის სახე
    პირადი, სატელეფონო, ონლაინ
  • სასამართლოში წარმომადგენლობის სახე
    წარმომადგენლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში,, წარმომადგენლობა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში,, წარმომადგენლობა უზენაეს სასამართლოში,
  • მომსახურების მიმღები
    შეუზღუდავად, ყველა პირი, სოციალურად დაუცველი პირები, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი
  • წარმომადგენლობის სახე
    წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობაში,, წარმომადგენლობა სასამართლოში,

იურიდიული დახმარების სამსახური არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კანონით გათვალისწინებული პირებისათვის. უფასო იურიდიული დახმარების სისტემას საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს. 2007 წელს, ძალაში შევიდა იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონი, რომელმაც განსაზღვრა იურიდიული დახმარების სისტემის ინსტიტუციური მოწყობა, ბენეფიციართა წრე და სერვისით სარგებლობის პირობები.

იურიდიული დახმარების სამსახური დამოუკიდებელია, არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო ორგანოს და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სამსახურის მიზანია: სამართლებრივი მომსახურების მიწოდება და საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება.

სამსახურის საქმიანობის პრინციპებია: კანონიერება, თანასწორობა, დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა.

სამართლებრივი მომსახურება მოიცავს: იურიდიულ კონსულტაციასა და  იურიდიულ დახმარებას.

სამართლებრივი მომსახურების მიღება: უფასოა და ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

იურიდიული კონსულტაცია არის სამართლებრივი რჩევა, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა პირისათვის (ფიზიკური და იურიდიული პირი)  ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე.

იურიდიული დახმარება გულისმობს სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას, წარმომადგენლობას სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით და ადმინისტრაციულ ორგანოში, აგრეთვე სისხლის სამართლის პროცესში და ხელმისაწვდომია მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პირებისათვის.

დამოწმებული